ᲓᲐᲑᲚᲘᲜᲙᲔ
{ და·ბლინკ·ე } ზმნა
ᲨᲔᲐᲛᲩᲜᲘᲔ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲘᲛᲐᲮᲡᲝᲕᲠᲔ ᲗᲕᲐᲚᲘᲡ ᲔᲠᲗ ᲓᲐᲮᲐᲛᲮᲐᲛᲔᲑᲐᲨᲘ.
გაგვიზიარე შენი ბლინკი და გახდი ჩვენთან ერთად ერთ-ერთი პირველი, ვის კარგ ამბავსაც ათასობით გამვლელი წაიკითხავს.
თვალის დახამხამებაში წასაკითხი კარგი ამბავი მთელი ქალაქის LED ეკრანებზე.
ჩვენ ვავრცელებთ პოზიტიურ სიახლეებს მთელ ქალაქში.
შენ შეგიძლია შემოგვიერთდე და გაგვიზიარო სასიხარულო ამბავი, პატარა წარმატება ან ფრაზა, რომლითაც სხვებს გააღიმებ.
ათასობით გამვლელი ქუჩებში შენს ბლინკსაც წაიკითხავს და ერთად გადავცემთ დღის სასიამოვნო მუხტს.
ბლინკების მაგალითები. შემდეგი შეიძლება შენი იყოს.
ნონა გაფრინდაშვილი მეთოთხმეტედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ლევანიხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
საბასაქართველოში 8 000 წლის წინანდელი ხორბლის კვალი აღმოაჩინეს.
თამარირომან გიუტაშვილი არის პირველი ქართველი ალპინისტი, რომელმაც ევერესტი დალაშქრა.
ირაკლირუსთაველის გამზირზე შუა საუკუნეების კერამიკის სახელოსნო აღმოაჩინეს.
ქეთიქუთაისი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქების მსოფლიო ქსელს შეუერთდა.
ნათიაქართველმა მოსწავლეებმა საკუთარი გამოგონება NASA-ს კოსმოსურ ცენტრში წარადგინეს.
გიორგიქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის რობოტიკისა და ინჟინერიის კონკურსებზე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ელენექართული პოლიფონია იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად არის აღიარებული.
დათოსაქართველოში კავკასიური ირმის პოპულაცია წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მაკამოხალისეების ინიციატივით მაღალმთიან სოფლებში ათობით ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ნიკა63 წლის ასაკში პირველი მართვის მოწმობა ავიღე!
ციალადოლიძის 20-ში მეზობლებმა სადარბაზოში პატარა ხის თარო დადგეს „წაიკითხე და დააბრუნე“.
ანადადიანის ქუჩაზე კაფემ ძაღლებისთვის თბილი კუთხე მოაწყო.
ბექაწყნეთში წყვილმა ქორწილის 70 წლის იუბილე აღნიშნა.
სალომესტუდენტმა სოფელ შუაფხოს სკოლის მოსწავლეებს ინგლისურის უფასო გაკვეთილები ჩაუტარა.
ზურადღეს ბებიაჩემმა სმარტფონის გამოყენება ისწავლა და პირველი სელფი გამომიგზავნა.
მარიამიმადლობა უცნობს, რომელმაც ჩემი საფულე იპოვა და სახლთან მომიტანა.
ეკაექვსთვიანი ძებნის შემდეგ დღეს ჩემს საოცნებო სამსახურში პირველი დღე მაქვს.
თორნიკე6 თვეა აღარ ვეწევი!
გიგაორწლიანი შრომის შემდეგ სამაგისტრო ნაშრომი წარმატებით დავიცავი.
ლუკა3 წლის შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობარი საქართველოში დაბრუნდა!
ნინოშეავსე ველი და გაგვიზიარე შენი ამბავი.
შენი ბლინკი მივიღეთ. თუ შეირჩა, დასტურს, გაშვების დროსა და ლოკაციებს მოგწერთ მისამართზე.
გამოგზავნისთანავე შენს ბლინკს გავეცნობით.
შემოსული ამბებიდან ყოველდღიურად 5 საუკეთესო ბლინკს შევარჩევთ.
თუ შენი ამბავი შეირჩა, მეილზე გამოგიგზავნით დასტურს, გაშვების დროსა და ლოკაციებს.
{ და·ბლინკ·ე } ზმნა
ᲨᲔᲐᲛᲩᲜᲘᲔ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲘᲛᲐᲮᲡᲝᲕᲠᲔ ᲗᲕᲐᲚᲘᲡ ᲔᲠᲗ ᲓᲐᲮᲐᲛᲮᲐᲛᲔᲑᲐᲨᲘ.
{ გა·ი·ბლინკ·ა } ზმნა
ᲨᲔᲜᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ ᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡ ᲔᲙᲠᲐᲜᲖᲔ ᲒᲐᲛᲝᲩᲜᲓᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲕᲚᲔᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲐᲦᲘᲛᲐ.
{ უ·ბლინკ·ეს·ი } ზედსართავი
ᲓᲦᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲔᲙᲠᲐᲜᲖᲔ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲓᲐᲘᲜᲐᲮᲐᲕᲡ.